თუშეთში 10 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თუშეთში 10 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ნასოფლარ აგეურთას, ნასოფლარ გირევის, ნასოფლარი დაქიურთას, ძველ დიკლო-ციხე-სოფელს, ნასოფლარი ინდურთას, სოფელ კვავლოს, სოფელ ფარსმას, ნასოფლარ წაროს, ნასოფლარ ჭონთიოს, ნასოფლარ ჰეღოს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები