ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირთან შეხვედრა გაიმართება

19 ივნისს, 19:00 საათზე,  ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირთან შეხვედრა – ,,მოგზაურის დღიურები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს, რომლის ფარგლებშიც  მიწვეული სტუმრები მოგზაურობების შედეგად მიღებულ პირად შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას და მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს.
მოგზაური ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც, ორგანიზატორების თქმით,  პირველი სტუმარია ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი, რომელიც ისაუბრებს საკუთარი მუშაობის სტილზე, მოგზაურობისას ფოტოობიექტივში ასახულ მნიშვნელოვან კადრებსა და შთაბეჭდილებებზე.
მისამართი: ჩახრუხაძის ქ.17.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები