ლევან კოღუაშვილის ფილმის – „შემთხვევითი პაემნების” ღია კინოჩვენება გაიმართება

17 ივნისს, 21:00 საათზე, ვერის ბაღში, ნაჩვენები იქნება ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები”.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, ფილმი თბილისის მერიის პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში პირველი ღონისძიებაა. ღია კინოჩვენებების ციკლი ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაიმართება.
პროექტის პარტნიორია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები