თათია აბაშიშვილმა გიუმრის საერთაშორისო კონკურსზე ლაურეატის წოდება მოიპოვა

გიუმრის საერთაშორისო კონკურსზე – „Renaissance International Contest-Festival”  I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლემ თათია აბაშიშვილმა.
ინფორმაციას სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს. სკოლა ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგ მანანა ბარათაშვილს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები