„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?”
25-30 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?” – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?”.
25-26 ივნისს კი, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია;
დასაწყისი: 25 ივნისი, 10:00 საათი.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 107.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
27-30 ივნისს მოეწყობა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
სამეცნიერო ფორუმი და კონფერენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
მხარდამჭერები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.