ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნათელა იანქოშვილის შემოქმედების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
16 ივნისს, 18:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია ნათელა იანქოშვილის შემოქმედების შესახებ.
ლექციას წაიკითხავს მამუკა ბლიაძე, გალერეა „კორნფელდის” სამხატვრო ხელმძღვნელი გერმანიიდან. ასევე ისაუბრებს გამოფენის კურატორი ნინო მდივანი.
მუზეუმში 6 ივნისიდან მიმდინარეობს მხატვრის 100 წლისთავისდმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც სამოცამდე სურათს შეიცავს.
„ექსპოზიციამ მნახველის გაუნელებელი ინტერესი გამოიწვია, რადგან ეს გახლავთ მოქმედი ხელოვნება, რომელსაც დრო ვერ ახუნებს და დღესაც და მომავალშიც აღაფრთოვანებს მნახველს უნიკალური სახიერებითა და ჩაუმქრალი სხივოსნობით.
დასწრება თავისუფალია, ისე რომ არ გამოტოვოთ ლექცია, რომელიც სულ სხვაგვრად დაგანახვებთ მხატვარს, ვისი ახალი სიცოცხლე, ანუ უკვდავებაში გადასვლა ამიერიდან იწყება“, – აცხადებენ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენა 16 ივნისამდე გასტანს.