თბილისის მერმა, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს, რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს. რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა და თითოეულ მათგანს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

“საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს. ყოველ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.
ჩვენი დედაქალაქი საუკუნეებია გამორჩეულია ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, ამ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით და შემწყნარებლობით. ეს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და გისურვებთ, კიდევ უფრო ჰუმანური, ტოლერანტული, უფრო თბილი და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ყოფილიყოს ჩვენი თანაარსებობა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები