რუსთაველის თეატრი ფრანგ მწერალთან, მიშელ უელბეკთან შეხვედრას უმასპინძლებს
25 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი მკითხველებს შეხვდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია და სწორედ ამიტომ, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევა. მწერალი მკითხველებს, ვიზიტის ფარგლებში,რუსთაველის თეატრში შეხვდება.
მოდერატორი: თინა მამულაშვილი.
პროექტის პარტნიორები არიან: Rooms Hotels და რუსთაველის თეატრი.