ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი გელა ჩარკვიანთან შეხვედრას უმასპინძლებს

22  ივნისს, 18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გელა ჩარკვიანი აუდიტორიას მრავალწლიან აკადემიურ და დიპლომატიურ გამოცდილებას გაუზიარებს და უპასუხებს მათ შეკითხვებს.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები