,,გადავარჩინოთ სიტყვა”- ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი ლექციას უმასპინძლებს

16 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და ატარებს ლექციას – ,,გადავარჩინოთ სიტყვა”.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ლექციის მიზანია მშობლიური ენის მოვლის მნიშვნელობის გააზრება: ენობრივი აზროვნების გამდიდება და გაფართოება, მოვლენის აღსაქმელად ქართული სიტყვების დაწინაურება − ძველთა განახლება და ახალთა წარმოქმნა ჩვეული ბუნების კვალდაკვალ. როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი სიტყვის სესხებასა და შესატყვისის მოძიებას შორის…
ლექციას წარუძღვება ლევან კოჭლამაზაშვილი.

მისამართი: ჩახრუხაძის ქ.17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები