თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება

22 ივნისს, 20 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, ღონისძიება თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით ტარდება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შესული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას.
ცენტრი ყველა საჭირო სერვისს მიაწვდის აუტიზმის მქონე ადამიანებს და  მათ  უნიკალური უნარების განვითარების, დამოუკიდებლად ცხოვრების, სწავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის შესაძლებლობას მისცემს.
საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგება. შესრულდება ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში არსებული პოპულარული საცეკვაო კომპოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები