თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება

14 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 14 – 16 ივნისს, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება და იგი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და არაერთი პრემიის ლაურეატის თენგიზ ამირეჯიბის ხსოვნას ეძღვნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის – ალექსანდრე კორსანტია (აშშ/საქართველო), თამარ ლიჩელი (საქართველო), კენ აისო (იაპონია), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი/საქართველო), ლევან ცხადაძე (საქართველო), გიორგი გვანცელაძე (საქართველო), მეგი ჩიხრაძე (საქართველო), მირიან ხუხუნაიშვილი (საქართველო), გიგი პიანომენი (საქართველო), საფესტივალო ორკესტრი.
კონცერტები  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
პროგრამაშია ა. პასკულის, ჯ. ვერდი – ლ. ბასის, ვ. ბელინი – დ. ლორველიოს, ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ. შოპენის, გ. პიანომენის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები