ბელა მირიანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
16 ივნისს, 16:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამოფენა გაიხსნება, რომელიც მსახიობ ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მსახიობის 80 წლის იუბილეს უკავშირდება.
ბელა მირიანაშვილი 1938 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა. თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1952 წელს შევიდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა 4 წელი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის მეორე კურსიდან მიიწვიეს კინოში, ხოლო მეოთხე კურსიდან – შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრის სცენაზე.
გადაღებულია ფილმებში: „ცეროდენა რაინდები“; „უდიპლომო სასიძო“; „წარსული ზაფხული“; „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“; „მამლუქი“; „საბუდარელი ჭაბუკი“ .
მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზირი, 101/1.