,,ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა“ – ვახტანგ ჯავახაძის საჯარო ლექცია გაიმართება
15 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექციას – ,,ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა“ მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის ავტორი ვახტანგ ჯავახაძე ისაუბრებს გალაკტიონის მიდრეკილებაზე სასმელის მიმართ.
გალაკტიონს ჰქონდა პერიოდები, როდესაც არ სვამდა და ამ სიფხიზლეს არასოდეს არღვევდა, მაგრამ, თუ რამე ეწყინებოდა, სასმელი იყო მისი წამალი, რეალობისგან თავის დასაღწევად – ,,შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში (სამიკიტნოში).”
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 4, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი.