ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ბარელიეფი გაიხსნება

14 ივნისს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული კინოს ლეგენდის – ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება – მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ახალი, ილუსტრირებული კატალოგის წარდგენა – „ნატო ვაჩნაძე“.
„მაღალი პოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.
ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ტანდემმა ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები, როგორიცაა: „გიული“, „ნათელა“, „ნარინჯის ველი“, „სამშობლო“ და მრავალი სხვა.
ნიკოლოზ შენგელაიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ნატო ვაჩნაძემ გენიალურად აითვისა პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა, რის გამოც მან მეუღლეს „ჩემი ცხოვრების რეჟისორი“ უწოდა“, – აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები