„ახალ მზიურში“ როჯერ მიჩელის  ფილმის – „ნოტინგ ჰილის“ ჩვენება გაიმართება

15 ივნისს, 20:30 საათზე, „მზიურის“ თავისუფალი კინოჩვენების სივრცეში როჯერ მიჩელის  ფილმის „ნოტინგ ჰილის“ ჩვენება გაიმართება.
„ზოგჯერ, რიგითი შემთხვევითობა მთელ ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს…
როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალის ცხოვრება, რომელსაც ყველაფერი აქვს, ერთ უბრალო წიგნის გამყიდველთან შეხვედრით? – ეს სიყვარულის ისტორიაა, რომელიც გულგრილს, ალბათ, არავის დატოვებს.
ფილმი ანგრევს შეხედულებას, თითქოს მაღალი კლასის მსახიობი შეუძლებელია დაინტერესდეს მშვიდი ცხოვრებით და რიგითი ადამიანით, რომელთანაც საერთო ინტერესი და სიყვარული დააახლოვებს“… – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
რეჟისორი: როჯერ მიჩელი;  ხანგრძლივობა: 2 საათი 4 წუთი; წელი: 1999; ენა: ქართული; ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, აშშ.
ჩვენების ორგანიზატორები არიან: ოლიკო ჭუმბურიძე, ესმა იმერლიშვილი, მარიამ ყოჩიაშვილი, გიგი ჭოხონელიძე.
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია adjaranet.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები