ხელვაჩაურში, გვარას ციხეზე 18 ქვევრი აღმოაჩინეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი, ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკიც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. ამ ეტაპზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.