გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი კინოფილმ „გამჭვირვალე სამყაროს” ჩვენებას უმასპინძლებს
12 ივნისს, 19:00 საათზე, გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის კინოდარბაზში კინოფილმ „გამჭვირვალე სამყაროს” ჩვენება გაიმართება. რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ჩვენება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის – CineDOC-Tbilisi-ს რეგიონალური კინოჩვენებების ფარგლებში მოეწყობა. „გამჭვირვალე სამყარო“ კინოფესტივალის 2018 წლის გამოშვების ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმია.
კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა მაყურებელი შეძლებს სახლ-მუზეუმის უფასოდ დათვალიერებას.