„ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“: პროექტი განხორციელდება

ლიკანის სასახლე

 პროექტი: „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რესტავრაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

მისივე ინფორმაციით, ეს 5 მუზეუმია:

ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;
მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;
ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;
ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

საიტი-ატრაქცია:

პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ – “პირველი რკინიგზა”;
გთავაზობთ ინტერნეტგვერდ „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი – 2018“-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებს:

რომანოვების ყოფილი კანცელარია
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობა
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, ხიდი სოფელ ცემთან
მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობა
კავალერიის შენობა
ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები