„ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ – ახმეტელის თეატრში თურქი დრამატურგის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
16, 17 ივნისს, 18 საათზე, ახმეტელის თეატრში ცნობილი თურქი დრამატურგის – მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის – „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ – მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, ეს არის მასშტაბური ქართულ – თურქული პროექტი, რომლის ფარგლებში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა – „ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ – ქართულ-თურქულ ენებზე წიგნად გამოიცემა.
წიგნის წარდგენა 16 ივნისს, 17 საათზე, ახმეტელის თეატრის ფოიეში გაიმართება.
თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაში მოქმედების ადგილი თეატრია – აქ მთავარი მოქმედი პირია ბრუტუსი, ამიტომ ის მაყურებელს მიმართავს – „პიესის სახელწოდებას აფიშებზე ნახავდით. ის ბრუტუსით იწყება. „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“… უცნაური შეკითხვები მებადება. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ როლის წყალობით ხელმეორედ იშვას ბრუტუსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოღალატედ ითვლებოდა, რისი მიზეზიც იყო შემდეგი წინადადება – „შენც, ბრუტუს?!“
თარგმანი ნანა ჯანაშიასი
რეჟისორი – ირაკლი გოგია; მხატვარი – მარიკა კვაჭაძე; ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე; რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი; ტექნიკური რეჟისორი – ვერიკო რუხაძე.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ბრუტუსი – რესპუბლიკელი სენატორი – ანდრია გველესიანი;
სერვილიუსი – ბრუტუსის დედა – სოფია სებისკვერაძე;
იულიუს კეისარი- გიორგი გასვიანი;
კასკა – რესპუბლიკელი სენატორი – გიორგი ცხადაძე;
პორცია – ბრუტუსის ცოლი, კასიუსის და – მაიკო ვაწაძე;
კასიუსი – რესპუბლიკელი სენატორი, ბრუტუსის ცოლისძმა – ოთარ ჩიქობავა;
ლუციუსი – ბრუტუსის მსახური – დემო კალანდაძე;
კალპურნია – იულიუს კეისრის უკანასკნელი ცოლი – ვერონიკა კალანდარიშვილი.