„ეკლესია – სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ – ლექცია გაიმართება
12 ივნისს, 16:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ საგამოფენო დარბაზში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის – დიმიტრი გეგენავას ლექცია: „ეკლესია – სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ატარებს.