მთაწმინდის პარკში საქველმოქმედო კონცერტი – „ანას სიცოცხლისთვის“ გაიმართება
9 ივნისს, 18:00 საათზე, მთაწმინდის პარკში საქველმოქმედო კონცერტი – „ანას სიცოცხლისთვის“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 33 წლის ანა კერესელიძე უკვე 4 თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის, მის გადსარჩენად ფეისბუქზე სპეციალური გვერდი შეიქმნა – All For Anna. ანას მეგობრები მიმართავენ ყველას, დაეხმარონ მას თანხის მოძიებაში.
„იმისათვის, რომ ანამ იცოცხლოს, ძვლის ტვინის გადანერგვაა საჭირო, რაც კოლოსალურ თანხებს უკავშირდება! ანა მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს… მეგობრებო, ახლა ის დროა, როცა სოცოცხლეს აუცილებლად უნდა გავამარჯვებინოთ!“ – წერენ ანას მეგობრები სოციალურ ქსელში.
35 წლის ანა კერესელიძეს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ანას მწვავე მიელოიდური ლეიკემია AML -M2 ფორმის დიაგნოზი 16 იანვარს დაუდგინეს. მან მკურნალობა საქართველოში დაიწყო, თუმცა მდგომარეობის გამწვავების შემდეგ მკურნალობისა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად გამგზავრება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მოუწია.
პირველადი მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო თანხა ოჯახმა მოიძია, თუმცა საჭიროა ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვა, დონორის მომსახურების ჩათვლით, 100 000 დოლარი ჯდება. თუმცა, ამას ემატება ქიმიოთერაპიის ღირებულება და სხვა დამატებითი ხარჯები, რომელიც პირველადი მონაცემებით, ჯამში შესაძლოა შეადგენდეს დამატებით 34 დოლარს. სულ ანას გადასარჩენად საჭიროა 134 ათასი დოლარი.
გოგონა ქუთაისელია, მას ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის სიმწირის გამო, ვერ ეხმარება. ექიმების განცხადებით კი, ძვლის ტვინის გადანერგვა არაუგვიანეს ივნისის თვეში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ანა კერესელიძეს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
მისი საბანკო რეკვიზიტებია:
„ვი-თი-ბი“ ბანკი – GE50VT1000000624414506 მიმღები ანა კერესელიძე;
„თი-ბი-სი“ ბანკი – GE79TB7358345061100073 მიმღები ელენა ნემსაძე.
„მაგთის“ და „ბილაინის“ აბონენტებებს კი შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 0901701388