გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგებმა ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ლადო გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგებმა ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს. ამის სესახებ „ტფილისის ჰამქარის“ ფეისბუქგვერდი ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის “ახალი ტფილისი”ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თიხის კერამიკული არტეფაქტები შუა საუკუნეებით დათარიღებული სამეურნეო ხაროები, თონე და სხვა არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.
საერაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით მიმდინარეობს.
„კვირა“ გთავაზობთ ამ ფოტოებს.

გამოვლენილი არქეოლოგია
სარდაფში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენები
მაცივრის ტიპის ძველი სათავსო
მოჭიქული კერამიკა
გამოვლენილი არქეოლოგია
კედლის მხატვრობის ნაშთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები