ქართველი სპეციალისტები ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად  ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფში არიან: არქიტექტორ-რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი. ადგილზე ცნობილი გახდება, როგორ გადანაწილდება გუმბათის გასამაგრებელი სამუშაო ქართველ და თურქ სპეციალისტებს შორის.
საქართველო-თურქეთს შორის 2018 წლის 20 მაისს ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში, თურქეთმა გადაუდებელი პროექტის სახით ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები