გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს
გორში, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამანისტროდნ აცნობეს, ფესტივალში მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთისა და მოზარდმაყურებელთა თეატრები მონაწილეობენ.
,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ – წლევანდელი ფესტივალის სლოგანი უცვლელია. კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას წარუდგენენ. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box“-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს, საფესტივალო სპექტაკლის ნახვის შემდეგ, უშუალოდ სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილონ დადგმები.
ფესტივალი 14 ივნისამდე გაგრძელდება.
2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეტრის იმდრინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ კომედიის ფესტივალი დააარსა. ფესტივალში მონაწილეობდა ყველა ის თეატრი, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. მომდევნო წლებში, ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.
კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი, კომპანია „ბიზარტი“.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის პარტონაჟით იმართება.