მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა „სახიფათო კავშირებს“ უმასპინძლებს

8,9 და 12 ივნისს, 20:00 საათზე,  მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. შოდერლო დე ლაკლოს ცნობილი ნაწარმოების „სახიფათო კავშირების“ მიხედვით სპექტაკლს რეჟისორი ციცინო კობიაშვილი დადგამს.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს,  სპექტაკლი ადამიანისათვის ყველაზე ძვირფას გრძნობაზე, სიყვარულზე მოგვითხრობს. პიესის მორალია, თუ როგორი დამღუპველია ადამიანების ბედით თამაში და რომ ხშირად პასუხს, თავის მიერ ჩადენილ ბოროტებაზე სიცოცხლის ფასად აგებს.
ავტორი: მაია ჯაფარიძე, ციცინო კობიაშვილი; მხატვარი: ლევან წულაძე, ოლიკო ბერიძე; კომპოზიტორი: ციცინო კობიაშვილი; ქორეოგრაფი: ბაქარ ხინთიბიძე;  რეჟისორის ასისტენტი: ნათელა შალიკაშვილი;  მთავარ როლებში: ქეთევან ცხაკაია,  ირმა ბერიანიძე,  ნინო დუმბაძე;
როლებში: თეონა ქოქრაშვილი, ანა გრიგოლია,  გვანცა კორშია, ანა სანაია, გიორგი (ჯაბა) კილაძე,  გიორგი კიკნაძე,  ირაკლი ჩხიკვაძე, ზაზა სალაია, გიორგი გრძელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები