ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
7 ივნისს, 14.00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში, მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 16-23 სექტემბერს.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე:
BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითდი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები;
BIAFF 2018 კინოფესტივალზე კინოფილმების წარდგენისა და აკრედიტაციის შესახებ;
BIAFF 2018 ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორკშოფების შესახებ.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.
კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი”.
მის: ქ. თბილისი, სანაპირო #4.