თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თენგიზ უთმელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება

 9 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია), საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ უთმელიძის  შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი და სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირიდან აცნობეს,  თენგიზ უთმელიძე არის  საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენისა და კულტურის ამაგდარის მედლის, ასევე კულტურის რაინდისა და საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის წოდებების მფლობელი, ლეგენდარული „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და უცვლელი სოლისტი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის პალატა, კომპანია „RMG გოლდი“.
სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელა“; მომღერლები: თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, თემურ წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები