პირველი ელექტროავტობუსი თბილისში (ფოტო, ვიდეო)

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე, კომპანია “ფრეგობასი” ელექტროავტობუსის პრეზენტაციას მართავს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ავტობუსი, ორი კვირის განმავლობაში, სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ტესტირების პროცესის მიზანი, ქალაქის ინფრასტურუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტროავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გერმანული კომპანია “EURABUS”-ის გენერალური დირექტორი ქრისტიან საიცი, ასევე, სატრანსპორტო კომპანიისა და “ფრეგობასის” წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები