თამარ ჩუგოშვილი: იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ანგარიშს დროულად წარმოადგენს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რატომ აგვიანებს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წადგენას.
თუმცა, ვიცე სპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტს დეპუტატები საგაზაფხულო სესიის გახსნიდან ელოდებიან.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენას აჭიანურებს.
“სამწუხაროდ, რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა და ინფორმაცია არ გვაქვს, როდის გეგმავს პრეზიდენტი პარლამენტისადმი მიმართვას. მიზეზს ვერ გეტყვით, რა არის ამ დაგვიანების საბაბი. შესაძლებელია, პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს არჩევდეს, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ მოხსნების წარდგენა სესიის დასაწყისში უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ანგარიშს დროულად წარმოადგენს. მგონი, ეს დაგვიანება კანონის ჩარჩოებს უკვე გასცდა. მითუმეტეს, როცა საბაბი არ არსებობს და მიზეზი ჩვენთის ცნობილი არ არის, მოხსენების ასე დაგვიანებით წარდგება რატომ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს. ბუნებრივია, თუ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თავის კამპანიას გეგმავს, მაგრამ ეს კანონის დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – დასძინა ჩუგოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები