ბაღდადში, მამაკაცმა ბუნებრივი აირის აალების შედეგად დამწვრობა მიიღო

იმერეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ ქვემო დიმში ბუნებრივი აალების შედეგად მამაკაცმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, სოფელ ქვემო დიმში, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აალება მოხდა, რის შედეგადაც ბინაში მყოფ მამაკაცმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
იგი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები