რამაზ საყვარელიძე: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანება მომგებიანი ვერ იქნება

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იქნება სოციალური გამოკითხვა, თუ რამდენ პროცენტს მიანიჭებს საზოგადოება სხვადასხვა კანდიდატს. მისივე შეფასებით, ოპოზიციის გაერთიანება ვერ იქნება მომგებიანი, რადგან მათი ჯამური რეიტინგი არ არის „ქართული ოცნების“ რეიტინგის ტოლი.
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სოციალური გამოკითხვა, რამდენ პროცენტს მიანიჭებს საზოგადოება ამა თუ იმ კანდიდატს. მარგველაშვილი ერთ-ერთი თვალშისაცემი პოლიტიკური ფიგურაა. მან ენერგიულად იბრძოლა პრეზიდენტის ინსტიტუტის გამყარებისთვის და მიაღწია იმას, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების პატივისცემა გაჩნდა.
ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას და ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბებას, სხვა საკითხია, რადგან მათთვის „ძალა ერთობაში“ ვერ იქნება. რომც გაერთიანდნენ, მათი ჯამური რეიტინგი არ არის „ქართული ოცნების“ რეიტინგის ტოლი. ასე რომ, სხვა ეფექტურ ნაბიჯზე უნდა იფიქრონ”,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები