თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ჩამოდის მიწა-კლდის შვავები, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები