ნაღმის შესახებ შესული შეტყობინების გამო, თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. ამის მიზეზი სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ „112“ –ში შესული შეტყობინება გახდა, თუმცა სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
„კვირასთან“ საუბარიში სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და შეტყობინება ბათუმის 22–ე საჯარო სკოლას ეხებოდა.
„კვირა“ ბათუმის 22–ე საჯარო სკოლის დირექტორს გიორგი რუხაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება თბილისის 22–ე საჯარო სკოლას უკავშირდებოდა.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331–ე მუხლით დაიწყო (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები