ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის მიწა-კლდის შვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები