ზუგდიდის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ განათდა

ზუგდიდის „სკეიტ პარკში“ ნაძვისხის განათების ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ოჯახთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა. 2017 წლის ბოლო და 2018 წლის პირველი კვირა საახალწლო ღონისძიებებით იქნება დატვირთული. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობები შემდეგნაირად გამოიყურება:

25 დეკემბერი – წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი ;

27 დეკემბერი, 17:00 საათი – საბავშვო-საახალწლო მიღება მერთან;

29 დეკემბერი, 14:00 საათი – ბავშვთა ანსამბლების საახალწლო კონცერტი [კულტურის ცენტრ “ოდიში”;

31 დეკემბერი, 22:00 საათი – საახალწლო გალა-კონცერტი („სკეიტ-პარკი“);

31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი;

3 იანვარი, 13:00 საათი – თოჯინების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატარა მაყურებლებისთვის (კულტურის ცენტრ “ოდიშის” დარბაზი); 7 იანვარი, 12:00 საათი – საშობაო ალილო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები