სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ საქართველოში მოქმედ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის წარუდგინა და მათთან ერთად სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორი კვირის ვადაში აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარ კომენტარებს წარმოადგენენ.
სამინისტროსა და დონორებს შორის რეგულარულად ინფორმაციის გაცვლა მოხდება, შეიქმნება საინფორმაციო ბაზა, რომელშიც ყველა ის პროექტი მოხვდება, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ხორციელდება. დონორებთან საკოორდინაციო ფუნქციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი შეასრულებს. დონორების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის შემდეგ დაგეგმილია საჯარო დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები