თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი გაიხსნა

სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა. საბაგიროები ყოველდღე, 10:00-დან 16:00-მდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.

თეთნულდზე სულ 5 საბაგიროა, აქედან 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი – ბიგელი. კურორტზე 30-კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი აქ 6-7 თვემდე გაგრძელდება.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. კურორტზე 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც როგორც მოყვარულთათვის, ასევე, პროფესიონალებისთვისაა გათვლილი. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროც ოფიციალურად გაიხსნება. ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის, 6-ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგირო ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები