სემეკმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 დეკემბერის საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯიას“  და ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

შეთანხმების შესაბამისად, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017-2020 წლების საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 278 405 491 ლარს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო მოცულობები – 16 317 066 ლარს.

18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“, შპს „მცხეთის წყალის“ 2017-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე მსჯელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები