კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ევრო სასამართლოს უნდა მივმართოთ

პარტია „თავისუფლებას“ თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ ევრო სასამართლოს უნდა მიმართონ, რათა ამ საქმეში ექსპერტების ჩართვა მოხდეს.
მისივე თქმით, მათი ეს მოთხოვნა ხელისუფლებისა და პროკურატურისთვის კარგადაა ცნობილი.
“მიმდინარეობს გამოძიების იმიტაცია, გვაღიარეს დაზარალებულად. ჩვენ უნდა მივმართოთ ევრო სასამართლოს, რათა მოხდეს ამ საქმეში ექსპერტების ჩართვა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდეს გამოძიება. იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით, არსებობს უფლება სამართლიანი გამოძიებისა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსს, სახელმწიფო მეთაურს, რომელიც დიდი ალბათობით იქნა ლიკვიდირებული 1993 წლის დეკემბრის დასასრულს. ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლებამ და პროკურატურამ ძალიან კარგად იცის”,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები