ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის საკითხებს განიხილავენ. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, შეჯამდება ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებენ.

აშშ-ს მხრიდან, შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე შერონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგო ელისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები