“სააკაშვილი განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელმაც პოლიტიკური გარდაცვალების შემდეგ, სიცოცხლე შეძლო”

“მიხეილ სააკაშვილი უდავოდ განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელმაც შეძლო, მისი პოლიტიკური გარდაცვალების შემდეგ, სიცოცხლე უკრაინაში გაეგრძელებინა”,- ამის შესახებ პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ, ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას ურჩევნია, სააკაშვილმა პოზიტიური დამაჩქარებლის როლი ითამაშოს უკრაინაში.
“უკრაინულ სახელმწიფოებრიობის განვითარებას, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო არის სუსტი და ამის გამო ხდება იქ ეს ყველაფერი. რუსეთი ამ შემთხვევაში არის როგორც მომლოდინე და ფიქრობს, რომ უკრაინა თავისით ჩამოიშლება თავისივე კორუფციაში, რომელიც ჩიხში შეიყვანს. რუსეთი კი განიმტკიცებს თავის გავლენას, ან დაშლის უკრაინას, ან მოახდენს მის რეინტეგრაციას. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავინახეთ რომ უკრაინაში ყოფილა სამართლიანი სასამართლო. საქართველოში ბევრი რამის პროგნოზირება შეიძლება, მაგრამ უკრაინა ამ მხრივ არის რთული რეგიონი. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მესამედ დაპატიმრებას ვერ გაბედავენ ისინი. უდავოდ, ეს ადამიანი განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელმაც შეძლო მისი პოლიტიკური გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკური სიცოცხლე უკრაინაში გაეგრძელებინა. მე მირჩევნია, რომ სააკაშვილმა პოზიტიური დამაჩქარებლის როლი ითამაშოს უკრაინაში, ეს კარგი იქნება პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის”, _ განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები