62-ე სკოლის მოსწავლე კარს შეეჯახა – მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შემთხვევა 62-ე საჯარო სკოლაში, _ სკოლის მადატურმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი „კვირასთან” შემთხვევის შესახებ დეტალურად საუბრობს.
„მე-5 კლასის მოსწავლე დერეფანში მორბოდა, ამ დროს მე-6 კლასის მოსწავლემ შემთხვევით კარი გააღო და თავში მოხვდა. მანდატურმა იმ წუთას სასწრაფო გამოიძახა. ეს მოხდა შემთხვევით“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა ელენე შაბურიშვილმა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ერთ-ერთი მოსწავლე კარს შეეჯახა, რის გამოც, იგი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა “კვირას” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მოსწავლე კლინიკაშია მოთავსებული და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები