“მისასალმებელია, რომ მერია კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობს და მხოლოდ PR სვლა არ არის”

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან ახალი მერის შეფასებისას აღნიშნა, კახა კალაძე სწორ აქცენტებს სვამს და რეალური სურვილი აქვს პრობლემების გადაწყვეტის.
სოსო მანჯავიძის განცხადებით, ქალაქში არსებულ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და მხოლოდ PR სვლა არ არის.
“თბილისის ახალი მერი ძალიან სწორ აქცენტებს სვამს, მას რეალური სურვილი აქვს პრობლემების გადაწყვეტის. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ბიუჯეტის სიმწირეა, მით უმეტეს, ლარის გაუფასურების ფონზე, ძალიან ძნელია კალაძემ ყველა ის ამბიციური პროექტი განახორციელოს და ეს უნდა გვესმოდეს. სწორი აქცენტია ისიც, რომ კალაძე ახალი სამუშაო ადგილების შექმნითაა დაინტერესებული.
მეორე, რაც ასევე, ძალიან კარგია, კახას სხვადასხვა სამსახურის შერწყმის, დაბალანსების, მუშაობის ჰარმონიზაციის გეგმა აქვს, რომელიც იმედია, რომ ეფექტური იქნება. ამ სამსახურების მიზანი ოპტიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტიანობა უნდა იყოს. ვფიქრობ, კარგია, რომ მას აქვს ამის ამბიცია. მისასალმებელია ისიც, რომ კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და მხოლოდ PR სვლა არ არის. თუნდაც მყარი ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, როგორ მოწესრიგდეს ეს პრობლემა. გაბედული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება ქალაქს”,-განაცხადა სოსო მანჯავიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები