პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 115 -ით ერთის წინააღმდეგ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობასა და მის მიღებასაც დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გეგმავს, ხოლო მესამე მოსმენით დამტკიცებას საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.
საკონსტიტუციო ცვლილებები ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება.
აღნიშნული ცვლილებები რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება. ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.
ამასთანავე, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
ცნონისათვის, ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები