თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურეობა უწყების 200-მდე ბენეფიციარს გაეწია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს, გეგმის მიხედვით, გამოკვლევები ჩაუტარდებათ და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.

კარდიოლოგიურ ცენტრში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩატარდება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები