საქართველოს პირველმა ლედიმ “2017 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო” დააჯილდოვა

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ სოციალური საწარმოების ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულ საწარმო “ეთნოდიზაინს” ჯილდო გადასცა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც კომაპნია “ჯეოსელის” ინიციატივით მიმდინარეობს, სოციალური საწარმოების პოპულარიზაციის ხელშემწყობია და ის პირველი ლედის მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი ამ ტიპის ბიზნესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი მიმდინარე შედეგების, მომავალის გეგმებისა და მათ განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენებაა. თითოეულ საწარმოს ჰყავს თავისი მოხალისე ელჩი, რომელიც საზოგადოებას საწარმოს საქმიანობის შესახებ აცნობს და საკითხის მიმართ თავის დამოკიდებულებას აფიქსირებს.
პირველი ლედის განცხადებით, დღეს ამ ტიპის საწარმოების რაოდენობა არ არის დიდი, თუმცა ის შედეგი, რაც უკვე გვაქვს, ნამდვილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ამ სასარგებლო ინიციატივის თანამონაწილე მეც ვარ. წლების წინ დაიწყო ჩემი და იმ ადამიანების მეგობრობა, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს – მთელი საქართველს მასშტაბით აარსებენ სოციალურ საწარმოებს და ნელ-ნელა, თუმცა ძალიან მიზანდასახულად, ცვლიან გარემოს და საზოგადოებას უკეთესობისკენ”, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.
მაკა ჩიჩუა მოუწოდებს საზოგადოებას, ახლოს გაეცნოს ასეთ საწარმოებს, მათ პროდუქციას, ითანამშრომლოს მათთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები