გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტი რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი ლატვიელი კომპოზიტორი და პიანისტი რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის სახელით რაიმონდ პაულსს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელსაც ლატვიის კულტურის სამინისტროს და ხელოვნების მუშაკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რაიმონდ პაულსს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობის საქმეში. იგი დღესაც ეხმარება ქართველ მოზარდებს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.
“მისი და გია ყანჩელის მეგობრობა მართლაც სამაგალითო ფენომენია ჩვენი ხალხების თანამედროვე ისტორიაში”,- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მაესტრომ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის და რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის გია ყანჩელის ნაწარმოებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები