„ბიზნესდაჯილდოება 2017“ -ის გამარჯვებულები ცნობილია

0

„ბიზნესდაჯილდოება 2017“ – ის გამარჯვებულები გუშინ გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გამოვლინდა. გამარჯვებულები ნომინაციების მიხედვით არიან:

· წლის ინოვაციური ბიზნესი – ფინა
· წლის ტურისტული ბიზნესი – სასტუმრო კაბადონი
· წლის აგრობიზნესი – ნიბა 2008

· წლის ქართული პროდუქტი – კულა

· წლის სტარტაპერი – ჰიპი

· წლის მცირე ბიზნესი – დასტა

· წლის ბიზნესი – დიო
ყველა ნომინაციაში გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდა. ხმის მიცემა ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ გაიმართა.
ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას, და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, ორგანიზატორებმა პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მისცეს, რომ თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელი საქართველოსთვის გაეზიარებინათ.
პროექტში განაცხადების მიღება 20 ივნისიდან დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. სულ პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი სიახლე სოციალური მეწარმეობის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიმართულების მქონე კომპანიებს შორის გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია პროექტის განმავლობაში ჯეოსელის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი