,,ჯორჯიან თაიმსი“ მედიაპარტნიორებს ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მუდმივი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია “გორბის” ორგანიზებით, 14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. მედიაჰოლდინგის ცნობით, ბიზნესრეიტინგის ფარგლებში, საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი უკვე გამოვლენილია, ხოლო ამ კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ.
ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ, წლის საუკეთესო ინვესტორები დაჯილდოვდებიან და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
ამ მასშტაბურ ღონისძიებას, წლების მანძილზე აქტიურად აშუქებდა და წელსაც გააშუქებს 35-მდე მედიასაშუალება, ,,ჯორჯიან თაიმსი“ ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის და წელსაც, ტრადიციისამებრ, ერთგულ კოლეგებს, მუდმივი მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა ნომინაციებს გადასცემს.
წლევანდელი ბიზნესრეიტინგის მედიაპარტნიორები არიან: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”; “იმედი”; “იბერია”; “ტვ პირველი”; “პალიტრა ნიუსი”; “საფერავი”; “TV რაგბი”; “ტვ ობიექტივი”; “სტარვიზია”; მუზიკბოქსი”; “ფორტუნა”; “ავტორადიო”; “თბილისელები”; “ჯორჯიან თაიმსი”; “ჯორჯია თუდეი” და “კავკასიან ბიზნეს ვიკი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები